[ka] [გზამკვლევი] როგორ დავაინსტალიროთ და გავანახლოთ პრომოდსი [2.30]

You can talk about anything here (but respect the rules)
Locked
Lucas15
Posts: 15
Joined: 16 May 2018 18:18
Location: Tbilisi, Georgia

21 Oct 2018 07:08

მე შევქმენი ეს გზამკვლევი იმ მიზნით, რომ მოგეხმაროთ პრომოდსის ინსტალაციაში, ვინაიდან ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ამ თემის შესახებ.
ეს გზამკვლევი დაყრდნობილია მხოლოდ უფასო ინსტალაციის მეთოდზე.
საჭიროების შემთხვევაში დააკლიკეთ სურათებზე გასადიდებლად.

თქვენ დაგჭირდებათ 7-zip მოდის ფაილების გადმოსატანად.

დამატებითი შენიშვნები:

პრომოდსის 2.30-ე ვერსიის ინსტალაციისთვის აუცილებელია Italia DLC, the Vive la France ! DLC, the Scandinavia DLC, the Going East DLC და Euro Truck Simulator 2-ის 1.31 ვერსია.
(The Special Transport DLC არ არის აუცილებელი, თუმცა მისი გააქტიურების შემთხვევაშიც პრობლემა არ შეგექმნებათ.)
ამ გზამკვლევში გამოყენებულია ბრაუზერი - Google Chrome.
ეს გზამკვლევი შექმნილია Windows 10 64-bit-ით.
მე არ მაქვს იმის გარანტია, რომ ეს გზამკვლევი იმოქმედებს უპრობლემოდ ყველა სისტემისთვის, მაგრამ ზოგადად უნდა იმოქმედოს.
თუ ინსტალაციის შემდგომ თამაში გამოგერთვებათ, ხელახლა სცადეთ ფაილების გადმოწერა!
თუ ფაილების გადმოწერისას პრობლემები შეგექმნებათ, სცადეთ სხვა ბრაუზერი! (ზოგი ამბობს, რომ Internet Explorer-იდან გადმოწერისას შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები.)
თუ გაქვთ ინსტალაციასთან დაკავშირებით პრობლემები, გვაცნობეთ პოსტის მეშვეობით აქ!
თუ თქვენ იყენებთ MAC-ს, მაშინ თქვენ უნდა გადახვიდეთ penguinaz-ის მიერ შექმნილ გზამკვლევზე!

შინაარსი:
  1. პრომოდსის ინსტალაცია
  2. პრომოდსის განახლება
  3. პრომოდსის ინსტალაციის ვიდეო გზამკვლევი (ვადაგასულია)
1. პრომოდსის ინსტალაცია

ნაბიჯი #1
დააკლიკეთ "გადმოწერის (Download)" ღილაკს მთავარ გვერდზე.
Image

ნაბიჯი #2
აარჩიეთ საინსტალაციო ენა.
Image

ნაბიჯი #3
დააკლიკეთ ბმულს, def ფაილის გამოსამუშავებლად. მან უნდა გახსნას ახალი ფანჯარა ან ტაბი. ორივე ფანჯარა / ტაბი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული!
Image

ნაბიჯი #4
ახლა დააყენეთ კაბინის ინტერიერის დონის, ზიანის დონის, ვეგეტაციის მოხაზულობის დისტანციის და ფერის პარამეტრები.
Image

არასავალდებულო: აირჩიეთ "მონიშნეთ ეს ველი თუ იყენებთ Rusmap-ს" მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ Rusmap-ს.
ამ ოპციის არჩევით მსოფლიო რუკა სწორად იქნება განლაგებული, როდესაც პრომოდსი Rusmap-თან ერთად იქნება გამოყენებული.
Image

დააკლიკეთ გამომუშავების (Generate) ღილაკს და გადმოიწერეთ def ფაილი. შეინახეთ ეს ფაილი ადვილად საპოვნელ ადგილას.
Image

def ფაილის გადმოწერის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დახუროთ "Download definitions" ფანჯარა / ტაბი.
Image

ნაბიჯი #5
ინსტალაციის ფანჯარა / ტაბზე, დააკლიკეთ "გადადით შემდეგ ნაბიჯზე (Go to step 2)"
Image

ნაბიჯი #6
გადმოიწერეთ ყველა შვიდი ფაილი იგივე საქაღალდეში, სადაც def ფაილია მოთავსებული.
შენიშვნა: თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ მხოლოდ 3 ფაილი ერთსა და იმავე დროს ჩვენი ახალი სერვერიდან!
Image

როდესაც დააკლიკავთ ერთ-ერთ ბმულს, თქვენ გადამისამართდებით Adf.ly-ზე. ზედა მარჯვენა კუთხეში უნდა იყოს 5 წამიანი წამზომი და როდესაც ამოიწურება, "SKIP AD" ღილაკი უნდა გამოჩნდეს. როდესაც ეს ღილაკი გამოჩნდება, დააკლიკეთ მას გადმოწერის დასაწყებად. თუ გადმოწერა არ დაიწყო, გადაამოწმეთ თქვენი ბრაუზერი ბლოკავს მას თუ არა.
Image

გაიმეორეთ ეს პროცედურა ყველა ფაილზე!

როდესაც დაამთავრებთ შვიდივე ნაწილის გადმოწერას და თავს მოაყრით ერთ საქაღალდეში def ფაილთან ერთად, გადმოიწერეთ "ფაილის ტესტის (FILE TEST)" ფაილი.
Image

ყველა ფაილის გადმოწერის შემდეგ შედეგი ასე უნდა გამოიყურებოდეს:
Image

ნაბიჯი #7
მონიშნეთ promods-v220-test.rar
Image

მარჯვენა დაწკაპუნებით დააკლიკეთ მონიშნულ ფაილს და აარჩიეთ Open with > 7-Zip File Manager.
Image

როდესაც 7-Zip-ით გახსნით ფაილს, დააკლიკეთ Extract-ის ღილაკს.
Image

დააკლიკეთ OK-ს გადმოტანის პროცესის დასაწყებად.
Image

გადმოტანის პროცესის დასრულებისას შეგიძლიათ დახუროთ ფანჯარა.
Image

ორჯერ დააკლიკეთ TestFiles application (.exe)-ს.
Image

როდესაც TestFiles.exe დაამთავრებს თავის პროცესს, თქვენ უნდა დაინახოთ ასეთი შედეგი:
Image

გაითვალისწინეთ ის, რომ ამ აპლიკაციამ უნდა დაწეროს ზუსტად ისეთი ტექსტი, როგორიც არის მოყვანილი ქვემოთ. ასე იმიტომ უნდა იყოს, რომ დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველა ფაილი წესრიგშია. თუ მსგავსი რამ არ არის ნაჩვენები თქვენთან, მაშინ თქვენი ფაილები კორუპირებულია და თქვენ უნდა წაშალოთ და თავიდან გადმოიწეროთ ფაილები!

Code: Select all

SUMMARY:
EVERY FILE APPEARS TO BE OK (no errors).
	8 files passed checksum validation.

DETAILED REPORT:
OK	SHA256	promods-v220.7z.001
OK	SHA256	promods-v220.7z.002
OK	SHA256	promods-v220.7z.003
OK	SHA256	promods-v220.7z.004
OK	SHA256	promods-v220.7z.005
OK	SHA256	promods-v220.7z.006
OK	SHA256	promods-v220.7z.007
OK	SHA256	TestFiles.exe
დააკლიკეთ "დახურვას (Close)" აპლიკაციის დასახურად.
Image

ნაბიჯი #8
გახსენით promods-v220.7z 7-Zip-ის მეშვეობით (ეს ფაილი ასევე შესაძლოა გამოჩნდეს, როგორც promods-v220.001).
Image

ფაილის 7-Zip-ით გახსნის შემდგომ, დააკლიკეთ ღილაკ Extract-ს.
Image

დააკლიკეთ OK-ს გადმოტანის პროცესის დასაწყებად. ეს პროცესი შესაძლოა ხანგრძლივი იყოს, გააჩნია სისტემის გამძლეობას.
Image

გადმოტანის პროცესის დასრულებისას თქვენ შეგეძლებად დახუროთ ფანჯარა.
Image

ნაბიჯი #9
ახლა მონიშნეთ promods-assets-v220.scs, promods-def-v220.scs, promods-map-v220.scs, promods-media-v220.scs, promods-model1-v220.scs, promods-model2-v220.scs და promods-model3-v220.scs მართკუთხა მონიშვნის ან CTRL + მარცხენა დაწკაპუნების მეშვეობით.
Image

მარჯვენა დაწკაპუნებით მონიშნეთ არჩეული ფაილები და დააჭირეთ გაჭრას (Cut) ან კოპირებას (Copy).
Image

გახსენით თქვენი მოდის საქაღალდე (ძირითადად მდებარეობს C:\Users\User\Documents\Euro Truck Simulator 2\mod მისამართზე). მარჯვენა დაწკაპუნებით აარჩიეთ Paste.
Image

ახლა თქვენი მოდის საქაღალდე უნდა გამოიყურებოდეს ასე (შესაძლოა უფრო მეტი მოდი იყოს):
Image

ნაბიჯი #10
ჩართეთ Euro Truck Simulator 2. შემდეგ პროფილის არჩევაში აარჩიეთ ის პროფილი, რომელშიც გსურთ გააქტიუროთ პრომოდსი და დააკლიკეთ ღილაკს "Mod Manager"
Image

პრომოდსის პაკეტებიდან აარჩიეთ ერთ-ერთი მათზე დაკლიკებით.
Image

შემდეგ დააკლიკეთ ისრის ღილაკს მოდის პაკეტის გასააქტიურებლად.
Image

გაიმეორეთ იგივე პროცესი, სანამ თქვენ გექნებათ ჯამში შვიდი ფაილი განთავსებული გააქტიურებული მოდების ჩამონათვალში ქვემოთ სურათის მსგავსად. რეკომენდირებულია "Definitions Package" იყოს პრომოდსის გააქტიურებული შვიდი პაკეტიდან იყოს ყველაზე მაღლა.
Image

და საბოლოოდ დააკლიკეთ ღილაკს "ცვლილებების შენახვა (Confirm Changes)"
Image

გილოცავთ!
თქვენ დააინსტალირეთ პრომოდსი. თუ მოგწონთ პრომოდსი, თქვენ შეგიძლიათ ანგარიში გაუწიოთ ჩვენს გუნდს დადონატებით.

2. პრომოდსის განახლება

პრომოდსის განახლება საკმაოდ მარტივია. დაიწყეთ #1-იდან მე-#9 ნაბიჯების გამეორება პრომოდსის ინსტალაციის სექციიდან. შემდეგ, ჩართეთ Euro Truck Simulator 2. შემდეგ პროფილის სარჩევში აარჩიეთ ის პროფილი, რომელშიც გაქვთ გააქტიურებული პრომოდსი და დააკლიკეთ "Mod Manager" ღილაკს. შემდეგ დააკლიკეთ ერთ-ერთ ძველ პრომოდსის ფაილს გააქტიურებული მოდების ჩამონათვალიდან მის ასარჩევად. როგორც არის ნაჩვენები ქვემოთ სურათზე:
Image

შემდეგ დააკლიკეთ ისრის ღილაკს ძველი პაკეტის დეაქტივაციისთვის.
Image

შემდეგ აარჩიეთ კიდევ ერთი ძველი პრომოდსის ფაილი გააქტიურებული მოდების ჩამონათვალიდან.
Image

შემდეგ დააკლიკეთ ისრის ღილაკს ძველი მოდის პაკეტის დეაქტივაციისთვის.
Image

გაიმეორეთ ეს პროცესი ყველა ძველ ფაილებზე!

იმის შემდეგ, რაც თქვენ გამორთეთ ძველი ფაილები, გააქტიურეთ ახალი ფაილები, რომლებიც გადმოიწერეთ როგორც მე-#10 ნაბიჯში პრომოდსის ინსტალაციის სექციიდან.
Image

და საბოლოოდ დააკლიკეთ ღილაკს "ცვლილებების შენახვა (Confirm Changes)".
Image
ახლა თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ძველი ფაილები მოდის საქაღალდიდან, ვინაიდან მხოლოდ ახალი ფაილები არის საჭირო.

3. პრომოდსის ინსტალაციის ვიდეო გზამკვლევი

აქ არის ვიდეო, რომელიც აჩვენებს თუ როგორ უნდა დააინსტალიროთ პრომოდსი, თუ არ გინდათ ბევრი იკითხოთ:

ვიდეოს ავტორი: KubaJAM

კეთილი მგზავრობა!
-Loader

ორიგინალი ვერსია
ეს გზამკვლევი ქართულად თარგმნა: Lucas15-მა.
Last edited by Davyddin on 27 Oct 2018 22:42, edited 4 times in total.
Reason: Title correction



Locked
  • Information
  • Who is online

    Users browsing this forum: No registered users and 1 guest